wWw.BaSi.Tk ორშაბათი, 29.04.2024, 17:33
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის ნავიგაცია
ფილმები [88]
მუსიკები [40]
კლიპები [89]
პროგრამები [69]
ვიდეოები [10]
პარკური [2]
Counter Strike [64]
თამაშები [67]
მობილური [5]
სურათები [18]
ფული ინტერნეტით [0]

მინი ჩეთი

free jumpfers

Block title

საიტის შეფასება
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42

Block title

მთავარი » 2009 » ივნისი » 8 » Catalonia Barcelona Vs Manchester United
12:17
Catalonia Barcelona Vs Manchester United
 
 
 
 
ინფორმაცია სიახლეზე
დასახელება: კატალონიის ბარსელონა : მანჩესტერ იუნაიტედი
ორიგინალური დასახელება: Catalonia Barcelona Vs Manchester United
გამოსვლის წელი: 27.05.09

მატჩის შესახებ: კატალონიის `ბარსელონა` უეფას ჩემპიონთა ლიგის 2009 წლის გათამაშების გამარჯვებულია. რომში გამართული ფინალური მატჩი ესპანელთა სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა. `ბარსელონამ` მანჩესტერ იუნაიტედი ანგარიშით 2-0 დაამარცხა და კლუბის ისტორიაში მესამედ ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასი მოიგო.

სტადიონ `ოლიმპიკოზე` შეკრებილმა 67 ათასმა გულშემატკივარმა დაუვიწყარი სანახაობა იხილა. ფინალი `მანჩესტერ იუნაიტედის` აქტიური თამაშით დაიწყო. კრისტიანო რონალდოს პირველ ცხრა წუთში სამჯერ შეეძლო ანგარიშის გახსნა.
ინგლისელებმა 9 წუთის განმავლობაში ბარსას კარის მიმარულებით 5-ჯერ დაარტყეს ესპანელებს კი არც ერთხელ არ დაურტყამთ, მიუხედავად ამისა, გოლი იუნაიტედის კარში გავიდა.

მე-10 წუთზე ბარსელონამ ანგარიში გახსნა, ინიესტა ეტოოს კომბინაცია კამერუნელის გოლით დასრულდა. ეტოომ ნემანია ვიდიჩი საკმაოდ ადვილად ჩამოიშორა და ედვინ ვან დერ საარი უშანსოდ დატოვა.
გატანილი გოლიდან ზუსტად ერთ საათში 70-ე წუთზე ხავი ერნანდესის შესანიშნავი გადაცემა ლიონელ მესიმ არანაკლებ ეფექტური და რაც მთავარია, ზუსტი დარტყმით დაასრულა; შედეგად ბარსას არგენტინელმა ლეგიონერმა შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2-0.

ბარსელონა მესამედ შეძლო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოგება. პეპ გვარდიოლა კი მეექვსე მწვრთნელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოთამაშის და მწვრთნელის რანგში მოიგო.
საერთოდ 2009 წლის საფეხბურთო სეზონი კატალონიელთა ტრიუმფით დასრულდა, ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მატჩის დასრულებისთანავე უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ `ბარსელონას` ფეხბურთელები ოქროს მედლებით დააჯილოდოვა. გუნდის კაპიტანს კარლეს პუიოლს კი უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი გადასცა.
`ბარსელონას` გამარჯვება ესპანელმა გულშემატკივარმა განსაკუთრებულად აღნიშნა. რომში ესპანელებმა ფიესტა ფინალის დასრულებისთანავე დაიწყეს.

ტრევის შადრევანთან შეკრებილი გულშემატკივარი საყვარელი გუნდის გამარჯვებას ზეიმობდა. რომისგან განსხავებით, არეულობით დასრულდა ესპანელ გულშემატკივართა ზეიმი ბარსელონაში.
100 ათასზე მეტი გუნლშემატკივარი ბარსელონის ცენტრალურ მოედანზე ფინალურ შეხვედრას უყურებდა. მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ზეიმი პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ფანების დასაწყნარებლად პლასტიკური ტყვიები გამოიყენეს. საბოლოო ჯამში 40-ზე მეტი გულშემატკივარია დაკავებული...

Top 5 Distance

Xavi Hernandez 11.36 km
Andres Iniesta 10.02 km
Sergio Busquets 9.89 km
Carles Puyol 9.24 km
Lionel Messi 9.24 km
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კატეგორია: ვიდეოები | ნანახია: 1116 | დაამატა: basiii | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი
«  ივნისი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

Block title

google eart

მუსიკა

Block title

Block title
WWW.C1YV1.TK 

Block title

Copyright MyCorp © 2024